Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644194&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
შპს. "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "Grand Gloria"-ს -რომელიც გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარე ბულვარის პირველ ზოლში. "Grand Gloria" მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. გარდა ამისა შპს. "გლორია" მართავს სასტუმრო "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას")
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი / სასტუმრო Grand Gloria
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ტექნიკური სამსახურის მართვა და მონიტორინგი;
** შენობის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა (ელექტრო, წყალმომარაგება, გათბობა/გაგრილება, ვენტილაცია, ლიფტები და სხვა);
** პრევენციული და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი;
** ტექნიკური პერსონალის მენეჯმენტი და სამუშაო ცვლების დაგეგმვა;
** უსაფრთხოების, ენერგოეფექტურობისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა;
** მჭიდრო თანამშრომლობა სასტუმროს მენეჯმენტთან და სხვა დეპარტამენტებთან;
** ტექნიკური ხარჯების ბიუჯეტირება და კონტროლი;
** ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების დროული მოგვარება.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინჟინერიის/ტექნიკური სფეროს შესაბამისი განათლება;
** შესაბამისი რეგულაციების, უსაფრთხოების და ტექნიკური სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 23 ივლისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: hr@grandgloria.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, " ტექნიკური მენეჯერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. " გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენსშპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია