დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ჯინო ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
ჰოლდინგის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია "თბილისის ბულვარი", რომელიც "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
"ჯინო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #20
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საორგანიზაციო, ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარება;
** შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში მათში მონაწილეობის მიღება, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;
** დოკუმენტაციების თარგმნა;
** აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის პროცესებში ჩართულობა;
** საკონფერენციო დარბაზების, ოთახების, ტაქსის, კურიერის, ფრენების, სასტუმროების, რესტორნების და სხვ. - დაჯავშნა, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;
** შეხვედრებისა და მივლინებებისთვის დოკუმენტების მომზადება;
** მმართველი რგოლის მიმართვების შედგენა მათივე დავალებით და თანამშრომლებისთვის გადამისამართება;
** მენეჯმენტის დავალებით სხვა ისეთი ფუნქციების შესრულება რაც შეიძლება შედიოდეს პირადი ასისტენტის მოვალეობაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** მართვისა და ორგანიზების უნარი;
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|