დასახელება:
სენდვიჩ არტისტი
|
მომწოდებელი:
SUBWAY
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
"SUBWAY" ეძებს ახალ "სენდვიჩ არტისტებს"!
თუ გინდა, მუშაობა ხალისითა და განვითარებით, შემოუერთდი SUBWAY-ს გუნდს!
ვინ არის სენდვიჩ არტისტი და რას ისწავლით ამ პოზიციაზე მუშაობით?
სენდვიჩ არტისტი:
** ხვდება სტუმრებს;
** ამზადებს პროდუქტს რეცეპტების შესაბამისად;
** იცავს სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ სტანდარტებს;
** ასრულებს სალარო ოპერაციებს.
გთავაზობთ:
** საათობრივ ფიქსირებულ ანაზღაურებას (რომელიც სამუშაო დატვირთვის შესაბამისად თვიურად მერყეობს 800-დან 1000 ლარის ფარგლებში);
** 50% ფასდაკლებით კვების უზრუნველყოფა, SUBWAY-ს უგემრიელეს სენდვიჩებსა და სალათებზე;
** სტაჟირების ეტაპი ანაზღაურებადია;
** სამუშაო დღეები: 1 ღამე მუშაობა, 1 ღამე დასვენება; სამუშაო საათები: 22:00- 08:00 სთ;
მოთხოვნები არ გვაქვს!
** აქ რომ დასაქმდეთ არ გჭირდებათ სამუშაო გამოცდილება, საქმეს ადგილზე შეგასწავლით ფილიალის მენტორი;
** მნიშვნელოვანია რომ გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, გააზრებული სურვილი და მუშაობის მოტივაცია;
** გარკვეული პერიოდის შემდეგ სენდვიჩ არტისტის პოზიციიდან შესაძლებელია ჯგუფის ლიდერისა და მენეჯერის ასისტენტის პოზიციებზე დაწინაურება.
მისამართები, სადაც შეგიძლიათ დასაქმდეთ:
** საბურთალო, 26 მაისის მოედანი #1
** თავისუფლების მოედანი, პუშკინის #19
** ვაკე, ჭავჭავაძის #19
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიარეთ უმარტივესი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1UoNsQ4EmRoXU6H6inqziN3E9m8nOs7lC29hvRFY5PD4/edit
ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: ana.demuria@aacc.ge
|
|
|
|