Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644150&print=yes&view=jobs
 
შემოსავლებისა და ელექტრონული კომერციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემოსავლებისა და ელექტრონული კომერციის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული სასტუმროების ქსელი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
ქართული სასტუმროების ერთ-ერთი ქსელი აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების და ელექტრონული კომერციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ხელზე ასაღები ხელფასი: 2000
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსავლების მაქსიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება ყველა ონლაინ პლატფორმაზე
** ტარიფების დინამიკური მართვა ბაზრის მოთხოვნის, კონკურენციის, სეზონურობისა და სასტუმროს დატვირთვის შესაბამისად
** ყოველდღიური და ყოველკვირეული შემოსავლის ანალიზი, პროგნოზირება და პერფორმანსის შეფასება
** თანამშრომლობა გაყიდვების, მარკეტინგისა და რეზერვაციის გუნდთან ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის
** შემოსავლის გაზრდაზე ორიენტირებული სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა და ეფექტიანობის შეფასება ყველა ონლაინ პლატფორმაზე
** კონკურენტების ანალიზი და ბაზრის კვლევა ფასების პოზიციონირებისა და პროდუქტების სტრატეგიული განვითარებისთვის
** გაყიდვების ციფრული არხების მართვა და ოპტიმიზაცია
** OTA არხებზე კონტენტის მართვა: ფოტოების, აღწერილობების, პოლიტიკების განახლება და სწორი რეპრეზენტაცია
** ოფიციალურ საიტზე დაჯავშნის სისტემის ოპტიმიზაცია და კონვერსიის მაჩვენებლების გაუმჯობესება
** ონლაინ მომხმარებელთა მიმოხილვების მონიტორინგი და რეპუტაციის მართვა

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** მინიმუმ 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება შემოსავლების და ელექტრონული კომერციის სფეროში
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word)
** პროგრამა OPERA-ს ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება Opera Cloud-ის ცოდნას
** პიროვნული თვისებები: გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი, პასუხისმგებლიანობა, შრომისუნარიანობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კეთილსინდისიერება, აკურატულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე hroutsource24@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია