Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644105&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ჯი თი სი რენთ
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი"
ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, "ჯი თი სი" ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
ანაზღაურება: 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისად;
** სასაქონლო ზედნადებების პროგრამულად ასახვა, დაარქივება;
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა შესაბამისი დავალებების მიხედვით;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა/მიღება, დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** ყოველდღიური გადარიცხვების უზრუნველყოფა;
** დაკისრებული მოვალეობების დროული და კვალიფიციური შესრულება;
** კომპანიის თანამშრომელთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
** რეპორტინგი მთავარ ბუღალტერთან, ფინანსურ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბაკალავრის/ხარისხი ეკონომიკის სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** საბუღალტრო პროგრამების, ცოდნა და მუშაობის უნარი;
** MS Office-ის და ექსელის კარგი ცოდნა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია