დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება
|
მომწოდებელი:
გოდერძი გრიგალაშვილის იურიდიული ოფისი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 07 ივლისი
|
შპს "გოდერძი გრიგალაშვილის იურიდიული ოფისი" აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო დრო: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა/მონაწილეობის მიღება;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია/მონაწილეობის მიღება;
** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება/მონაწილეობის მიღება;
** გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
** სარჩელების/შესაგებლების/საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მათი სასამართლოში მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ);
** სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).
** სავალდებულოა იურისტად/ადვოკატად მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** რუსული ან/და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა).
** საჯარო რეესტრის, მერიის, ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო ან საერთო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: g.grigalashvili@gglaw.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|