დასახელება:
ფსიქოლოგი - საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
აზროვნების აკადემია
|
გამოქვეყნდა: 21 ივნისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
"აზროვნების აკადემია" არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
"აზროვნების აკადემიის" ბაღის მიზანია, ბავშვი აღიზარდოს ფსიქოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, რომელიც მის პიროვნულ, ემოციურ და სოციალურ ფუნქციონირება-განვითარებას შეუწყობს ხელს.
აზროვნების აკადემიის ბაღის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kids.azraki.ge/
"აზროვნების აკადემია" აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგი - საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კოორდინირებს საადაპტაციო პერიოდს, რეკომენდაციას უწევს აღმზრდელებსა და მშობლებს პროცესში.
** მართავს და განიხილავს აღსაზრდელების ქცევას. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შეხვედრებს მშობლებთან და პედაგოგებთან.
** ეცნობა ჯგუფის ყოველკვირეულ თემატურ გეგმებს და უკუკავშირს უბრუნებს აღმზრდელებს.
** უზრუნველყოფს აღმზრდელების ფსიქოლოგიურ და საგანმანათლებლო ასპექტებში მხარდაჭერასა და გაძლიერებას.
** აღმზრდელ-ფსიქოლოგებს კონსულტაციას უწევს ინდივიდუალური გეგმის შედგენაში, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის განვითარების სფეროებს.
** აორგანიზებს თემატურ ღონისძიებებს, რომლებიც მორგებული იქნება ბავშვთა ასაკობრივ კომპეტენციებს.
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მასალების, წიგნებისა და რესურსების მიწოდებას აღმზრდელ-ფსიქოლოგებისთვის შესაბამისი თემატიკის ფარგლებში.
** ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, სადაც განხილული იქნება ახალი მიდგომები, ლიტერატურა და კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფების საჭიროებები.
** ყურადღებას ამახვილებს ბავშვების სწავლისა და განვითარების ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ასაკობრივი კომპეტენციების შესაბამისად.
** გარკვეული დროის ინტერვალით სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში შესვლა და სამუშაო პროცესზე დაკვირვება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლისა მსგავს სფეროში
კომპეტენციები და უნარები:
** სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარების სიღრმისეული ცოდნა
** გამოცდილება ადრეული განათლების მიმართულებით
** საგანმანათლებლო რესურსების მოძიებისა და ადაპტირების უნარი
** სუპერვიზიისა და პრობლემური ქეისების მართვის უნარები
** ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მოგვარების გამოცდილება პედაგოგებთან და მშობლებთან
** კრეატიულობა და ორიგინალური იდეების გენერირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის მართვის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე გამოყენების უნარი (Word, Excel, PowerPoint).
** უცხო ენები: ინგლისური ენა
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი, გამრეკელის #41
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფა
** http://onlineacademia.ge - ზე წვდომა
** აზროვნების აკადემიის კურსებზე 50%-იანი ფასდაკლება
** სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება
** კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)
** თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2025 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|