Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644044&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;
** საინფორმაციო ზარებზე დროული რეაგირება;
** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და მათი დაცვა;
** გაყიდვის მოთხოვნის დამუშავება და შეკვეთების დაგეგმვის ჯგუფისთვის გადაცემა;
** გამავალი ზარების განხორციელება მომსახურების ხარისხის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისთვის;
** რემონტის, აქსესუარების შესახებ ინფორმაციის გაცემა/რემონტის სტატუსთან დაკავშირებული გამავალი ზარების განხორციელება;
** მონტაჟის მოთხოვნის მიღება, ვადების დაზუსტება და პროგრამული ფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების სწორი გადამისამართება;
** შემოსული ზარების აღრიცხვა და სორტირება საკითხების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** პასუხისმგებლიანობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/qCQPN6F8JL
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია