Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644038&print=yes&view=jobs
 
რეგისტრაციების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრაციების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: რუმს თბილისი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
"Rooms Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

დასრულების თარიღი: 2025/07/21

Adjara Group არის ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს კრეატიულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან და საქართველოს კულტურას საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენს. კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი განსხვავებული სასტუმროებით, მრავალფუნქციური სივრცეებით, რესტორნებითა და ბარებით, ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ქართული ბრენდების შექმნით, აჭარა ჯგუფი ქმნის დინამიკურ ეკოსისტემას, რომელიც აკავშირებს ადგილობრივ თემებსა და საერთაშორისო სტუმრებს, ახალი სტანდარტების დამკვიდრებით კონტექსტზე დაფუძნებული განვითარების მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭოველიძის 5
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** რეგისტრაციების დეპარტამენტის საოპერაციო პროცესების დაგეგმვა, მართვა და ხარისხის მუდმივი მონიტორინგი
** გუნდის ეფექტურად ორგანიზება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა
** სტუმრების კომენტარების და უკუკავშირის დამუშავება და მენეჯმენტისთვის გადაცემა
** პრობლემურ სიტუაციებზე დროული რეაგირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება
** გუნდური ატმოსფეროს შექმნა, თანამშრომლების მოტივაციის და ერთიანობის უზრუნველყოფა
** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა

დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/UH8RPcfihn

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია