დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ატელიე აუთლეტი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც
მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს.
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Calvin Klein, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...
ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში
სამუშო ადგილი: ქ. ბათუმი, გორგილაძის 88
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი (2 დღე დასვენება)
ხელფასი: 800 + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
მოვალეობები:
** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** კონკრეტულად ლაქშერ/პრემიუმ ბრენდ კატეგორიაში მუშაობა და შეთავაზების გაკეთება;
** ლაქშერ/პრემიუმ ბრენდების სივრცეში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდის ტენდენციის გასაუმჯობესებლად მუდმივი ინიციატივების არსებობა;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა; (ორივე ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად)
მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** თავაზიანობა;
** აქტიურობა.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
|
|
|
|