Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644001&print=yes&view=jobs
 
შეფ დე პარტიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო "აფიშაში" შეფ დე პარტიე იცავს საკვების მომზადებისა და პრეზენტაციის მაღალ სტანდარტებს; ზედამხედველობს სამზარეულოს დაბალ პოზიციაზე მომუშავე პერსონალს.

ძირითადი მოვალეობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს მის სმენაში მყოფ თანამშრომლებს;
** მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
** შეამოწმოს თითოეული კერძის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** მუდმივად აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
** დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში;
** გაითვალისწინოს სტუმრის კომენტარები და მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
** აქტიურად ჩაერთოს HACCP-ის სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
** აკონტროლოს მარაგების ოპტიმალური მოხმარება;
** მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კულინარიული სკოლის ან შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხარისხი/დიპლომი ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საკვების უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების ცოდნა;

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია