Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643998&print=yes&view=jobs
 
მეურნეობის რგოლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეურნეობის რგოლის დამხმარე
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას მეურნეობის რგოლის დამხმარის პოზიციაზე, რომელიც ასევე დაეხმარება საწარმოს მიმდინარე სამუშაო პროცესებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მეურნეობის რგოლში ყოველდღიური სამუშაოების მხარდაჭერა;
** საწარმოში დახმარება მარტივ პროცესებში (ნედლეულის გადატანა, დალაგება, შეფუთვა);
** საწარმოო სივრცის გამართულად ფუნქციონირებაში მონაწილეობა - საჭიროებისამებრ ტექნიკური დახმარება;
** ობიექტის შიდა ტერიტორიის მოწესრიგება და დისციპლინის დაცვა;
** საწყობის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა;
** ნედლეულის მიღება წონით და თარიღით, ზედნადების საფუძველზე დასაწყობება;
** საჭიროების შემთხვევაში ექსპორტის შეკვეთის ჩატვირთვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და ჩამოტვირთვა გუნდთან ერთად;
** საწარმოო დანადგარების რეცხვა, დეზინფექცია და მოწესრიგება (კვირაში ერთხელ);
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საჭირო მოთხოვნები:

** ფიზიკურად გამძლე და შრომისუნარიანი;
** მოქნილი, რამდენიმე ფუნქციის შეთავსების უნარით;
** პუნქტუალურობა და შიდა წესებისადმი პატივისცემა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და მაღალი შრომისუნარიანობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და სიზუსტე.

პირობები:

** მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის ქ. №6
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)
** დასვენება: შაბათი და კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1600 ლარი + ბონუსი

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Hr.ojakhuri@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 ივლისი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია