დასახელება:
აპარტამენტების მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ელთ ბილდინგი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" ეძებს პასუხისმგებლობიან და აქტიურ წევრს აპარტამენტების მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად შეძლებს მფლობელებთან სტრატეგიულ ურთიერთობას და მართავს გუნდს შესაბამისი კუთხით.
"იელთი ჯგუფი" 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა.
"იელთი ჯგუფის" ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ "კვარტლის კონცეფციას".
კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, "ელთ კვარტალის" სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 2500 ლარიდან 3000 ლარამდე
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო პირობები;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა წახალისების სისტემა.
ძირითადი ფუნქციები:
** მფლობელებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა და მართვა;
** შემოსავლების, ხარჯების, რეპორტებისა და დოკუმენტაციის პროცესის კოორდინაცია;
** გუნდის მართვა - დამხმარე პერსონალის დავალებების განსაზღვრა, მონიტორინგი და განვითარება;
** 1C პროგრამაში ყველა ფინანსური ოპერაციის სიზუსტის კონტროლი;
** ანგარიშგების ფორმების შემუშავება და პერიოდული მიწოდება მფლობელებისთვის;
** კომპლექსური შემთხვევების და დავების მართვა მფლობელებთან;
** რეპორტინგი კომპანიას მფლობელების დაკმაყოფილების დონეზე და საკომუნიკაციო სტატისტიკებზე;
** პროცესების ავტომატიზაცია და ეფექტურობის გაზრდაზე მუშაობა (Bitrix24/1C);
** თანამშრომლობა იურიდიულ, ფინანსურ და საოპერაციო დეპარტამენტებთან;
** ახალი მფლობელების ინტეგრაცია და ინფორმაციის წარდგენა პირობებზე;
** კონტრაქტების და მომსახურების პირობების შესრულების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Email სისტემები);
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართულად და ინგლისურად თავისუფლად კომუნიკაციის უნარი (C1 დონეზე);
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** სიახლეებისადმი მუდმივი ინტერესი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა, კრეატიულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@eltbg.com; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.
შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|