დასახელება:
სერვისისა და რეალიზაციის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მადარტი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას სერვისისა და რეალიზაციის მენეჯერის პოზიციაზე!
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომლის სამუშაო განრიგის შედგენა და პოზიციებზე გადანაწილება;
** თანამშრომელთა კომპეტენციის შეფასება პროდუქციის ცოდნასთან მიმართებაში;
** პრობლემურ ან/და შეკვეთით უკმაყოფილო მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** თანამშრომელთა მომსახურების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** ახალი თანამშრომლებისთვის ადაპტაცია-გადამზადების პროცესის რეგულირება;
** ნაშთების კონტროლი;
** შეკვეთების გამშვები ოპერატორების მიერ გასაშვები შეკვეთების შემოწმება;
** მარაგების კონტროლი და პროდუქციის შეკვეთა;
** ქოლ-ცენტრთან მუდმივი კომუნიკაცია;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი, დაზიანების შემთხვევაში წარმოების მენეჯერის ინფორმირება;
** პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემების რეპორტების მომზადება;
ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის ან/და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზანილი ინფორმაციის გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთან;
** სტაჟირების ეტაპი ფილიალში;
ჩვენ ვითხოვთ:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარს;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი - ვარკეთილი, ნახალოვკა, საბურთალო, გლდანი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; სრული
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|