Робота для біженців з України
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76 / დ. სარაჯიშვილის ქუჩა 17
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი
** ვაკანტური ადგილი: 4

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება;

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
** აკრედიტაციის/ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
** პროგრამების შემუშავების, შეფასების, განახლებისა და რეაკრედიტაციის პროცესების ხელშეწყობა;
** სასწავლო პროცესის მსვლელობაზე, პროგრამის განხორციელებაზე, მის შედეგებსა და ეფექტიანობაზე დაკვირვება, გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა, ცვლილებების ინიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
** საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფისა და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წინადადების წარდგენა;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არანაკლებ მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე