დასახელება:
HR ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ლაქტალის ჯორჯია - სანტე
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"ლაქტალის ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას HR ანალიტიკოსის პოზიციაზე.
"ლაქტალის ჯორჯია" ფრანგული საერთაშორისო კომპანიის, რძის პროდუქტების წარმოების ლიდერის - ლაქტალისის ჯგუფის წევრია. კარიერა "ლაქტალის ჯორჯიაში" გთავაზობთ შესაძლებლობას ითანამშრომლოთ როგორც ადგილობრივად ცნობილ, ისე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ბრენდებთან, მათ შორის: სანტე, სანტინო, სანტისიმო, Président, Galbani, Parmalat და სხვა.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
** HR დეპარტამენტის ყოველთვიური რეპორტების მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობა;
** შრომითი ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართულობა (ანაზღაურება, ბენეფიტები, შრომითი ხარჯები);
** თანამშრომლების საბონუსე სისტემების მართვა და შესაბამისი გაანგარიშებების შესრულება;
** HR დეპარტამენტის სხვადასხვა სახის ანგარიშგების ფორმების წარმოება და ანალიტიკა;
** HR დეპარტამენტის სხვადასხვა პროცესებში/პროექტებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2 დონიდან ზემოთ); რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საქართველოს შრომის კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის კარგი უნარი;
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
გრაფიკი: სრული
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - HR ანალიტიკოსი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივნისი.
|
|
|
|