Робота для біженців з України
IT ტექნიკოსი საგადასახადო აპარატების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ტექნიკოსი საგადასახადო აპარატების მიმართულებით
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - IT-ტექნიკოსს (საგადასახადო აპარატების მიმართულებით), ქალაქში - თბილისი.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — "Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

"ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (1სთ. შესვენება)

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

** POS მოწყობილობების დაყენება, კონფიგურაცია და მონტაჟი სხვადასხვა ადგილას.
** სისტემების სწორად დაკავშირება ქსელებთან და ფინანსურ სისტემებთან.
** აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობა, ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება).
** რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება POS სისტემებზე.
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება, კომპეტენციის ფარგლებში.
** აპარატების ოპერაციული სტანდარტების და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობის მონიტორინგი .
** ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა POS პრობლემების მოსაგვარებლად.
** სწრაფად რეაგირება სერვისის მოთხოვნებზე და შეკეთების ჩატარება შეთანხმებულ დროში.
** უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობა დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან.
** POS სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა.
** სისტემებზე პროგრამული განახლებები.
** კლიენტებს დაეხმარება POS სისტემების ფუნქციების და გამოყენების შესახებ, რათა სწორად გამოიყენონ და მართონ აპარატები.
** სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაშ (ERP), მათ შორის შეკეთების ისტორია და ჩანაცვლებული ნაწილები, POS სისტემების სტატუსების განახლება.
** POS სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილების და ინვენტარის საჭიროებების მოთხოვნების გაკეთება პერიოდულად.

რას ვითხოვთ:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნას;
** ქსელების საფუძვლების ცოდნას (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნას;
** განათლებას ტექნიკური ან IT მიმართულებით;

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** ანაზღაურებას: 2000 ლარამდე
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებას;
** საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ავტომობილის იჯარას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fit pass ბარათი:
** სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
** ავტომობილის დაზღვევას;
** ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
** გამოსაცდელი ვადას: 6 თვემდე.

ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად სწავლებას/დატრენინგებას.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/OzeBP3sb
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე