Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არქთრეიდი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების მოძიება საოფისე და სასტუმროს მიმართულებით;
** ინტერიერის მოსაპირკეთებელი პროდუქციის შესწავლა
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი
** არსებული მომხმარებლების ბაზის მართვა
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პროდუქციის შეთავაზება
** პრეზენტაციების მომზადება საჭიროებისამებრ
** შეკვეთების ორგანიზება
** იმპორტ მენეჯერებთან კომუნიკაცია
** მწარმოებლებთან კომუნიკაცია ტექნიკური საკითხების გასარკვევად
** პროდუქციის მიწოდება/ჩაბარების გრაფიკების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე და სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint)
** ნახაზის კითხვის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე)
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 ივლისამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე