დასახელება:
მზარეული - ბურგერი
|
მომწოდებელი:
ბურგერ სფეისი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის (ბურგერი) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, 11.00-19.00, 18.00-02.00/19.00-03.00 კვირაში 5 დღე, თვეში 22-23 დღე.
ანაზღაურება: საათობრივი.
დილის ცვლაში: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 7ლ. საათში, გამოსაცდელი ვადის შემდეგ 8ლ. საათში.
ღამის ცვლაში: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 8ლ. საათში, გამოსაცდელი ვადის შემდეგ 9ლ. საათში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, მცხეთის ქ.N5
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით,
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა,
** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი,
** სამუშაო დღის დაგეგმვა,
** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით,
** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება,
** სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა.
** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 597 900 005 და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|