Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: მინდორი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"Mindor" არის საქართველოში პირველი სისტემური გაჯანსაღების სტარტაპი. 1.5 წელიწადში გვყავს 9000+ კმაყოფილი მომხმარებელი. ვეხმარებით ადამიანებს გონება-სხეულის ბუნებრივ და ინტეგრირებულ აღდგენაში — ხარისხიანი დანამატებით, ჭკვიანი ხელსაწყოებით და ფილოსოფიით, რომელიც მომხმარებელს ჯანმრთელობის ახლებურ ხედვას სთავაზობს.

შენი ძირითადი ამოცანები:

** სისტემური ბრენდ იდენტობის შექმნა ინსტაგრამ გვერდისთვის
** პროდუქტის/ვებგვერდის სექციების დიზაინის დახვეწა
** ქოფირაითერთან თანამშრომლობა

იდეალური კანდიდატი:

** დაბრენდილი ინსტაგრამ გვერდების პორტფოლიო ან სისტემური ვიზუალური აზროვნებით შესრულებული პროექტი
** არაკორპორატიული, მინიმალისტური და ორიგინალური ხედვა
** გუნდურობა, ღია კომუნიკაცია, მაღალი პასუხისმგებლობა

რას გთავაზობთ:

** წვლილი ბრენდში, რომელიც პიროვნულ ტრანსფორმაციის სივრცეს ქმნის
** შემოქმედებითი სივრცე შენი ხედვის გამოსახატად
** ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით)
** მოქნილი გრაფიკი და განვითარებისთვის საჭირო ყველა რესურსი
** 100% - ით დისტანციურ სამუშაო

შენი ხედვის უკეთ შესაფასებლად სასურველია ერთ-ერთი ჩვენი IG პოსტის/გრიდის (@mindorhealth) ან ვებგვერდის სექციის დიზაინის იდეა გამოგვიგზავნო

Subject: გრაფიკული დიზაინერი
mindori@drlashajakeli.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე