Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643863&print=yes&view=jobs
 
რეპორტიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტიორი
მომწოდებელი: საქართველოს ამბები
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"საქართველოს ამბები" თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე.

ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით დისტანციურად ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:

** საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების მომზადება;
** საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების შექმნის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
** ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რეპორტიორად ეთიკურ მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** თხრობისა და წერის კარგი უნარები;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** მულტიმედია წარმოების გამოცდილება;
** სოციალური მედიის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენი, სულ მცირე ორი ყველაზე კარგი ნამუშევრის ბმული მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივნისი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინ გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბებს" ეკუთვნის "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. "მთის ამბები" ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია