Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643860&print=yes&view=jobs
 
მარაგების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: IPS Facade
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

"IPS Facade" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის საჭიროების შესაბამისად, ადგილობრივი შესყიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, პროცესების მართვა, კონტროლი და აღრიცხვა;
** საინჟინრო პროექტის საჭიროების შესაბამისად, ადგილობრივი შესყიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, პროცესების მართვა, კონტროლი და აღრიცხვა;
** შემოსული მოთხოვნების მიხედვით მასალების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ მომწოდებლებთან, ბაზების მომზადება
** ტრანსპორტირების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება იმავე სფეროში, მინიმუმ 1 წელი;
** ექსელის საბაზისო დონეზე ცოდნა
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარიდან
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ექვსი
** სამუშაო საათები: 10 :00 -19 : 00
** შაბათი - 10:00 -14 :00

მისამართი: თბილისის, ქიზიყის ქ #26

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@ips.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია