დასახელება:
საქართველოს და რეგიონული ლიდერი
|
მომწოდებელი:
Pakka Georgia
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 14 ივლისი
|
თანდართული ფაილი:
643851_Job_Announcement_Country_Lead_Georgia_FOR_GEORGIA_CLEAN_1417849.zip
|
2018 წელს შვეიცარიაში დაარსებული "ფონდი პაკკა" მდგრადი ორგანული წარმოებისა და გადამუშავების განვითარებისა და ხელშეწყობის გზით აუმჯობესებს მცირე ფერმერების, მათი თემებისა და ადგილობრივი გადამამუშავებელი კომპანიების ცხოვრების პირობებს მდგრადი, ორგანული წარმოებისა და გადამუშავების განვითარებისა და ხელშეწყობის გზით.
საქართველოში, "Pakka Foundation" თანამშრომლობს ეკონომიკურ სუბიექტებთან, მათ შორის "Pakka Georgia"-სთან, რათა შეიმუშაოს ორგანული თხილისა და ნუშის სამართლიანი ღირებულების ჯაჭვი ევროპული პრემიუმ ბაზრებისთვის.
ძირითადი აქცენტი კეთდება ფერმერებისა და გადამამუშავებლების მხარდაჭერაზე ორგანული და სამართლიანი ვაჭრობის წარმოებისა და მოსავლის აღების, მოსავლის აღების შემდგომი მართვისა და პრემიუმ ბაზრებზე წვდომის კუთხით.
"Pakka Foundation", "Pakka Georgia"-სთან პარტნიორობით, ეძებს ქვეყნისა და რეგიონის ლიდერს საქართველოში. ლიდერი პასუხისმგებელი იქნება Pakka Foundation-ის ოპერაციებსა და პოზიციონირებაზე კავკასიაში, ანუ საქართველოში.
ვაკანსიის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ ინგლისურენოვან დოკუმენტში
დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი განაცხადები (1 გვერდიანი სამოტივაციო წერილი, მაქსიმუმ 4 გვერდიანი CV) ინგლისურ ენაზე, 14 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: jobs@pakka.ch.
გასაუბრება ჩატარდება 28 ივლისს, ხოლო წერილობითი ტესტირება - 30 ივლისს.
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "Pakka Foundation"-მა და "Pakka Georgia"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@pakka.ch
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|