დასახელება:
სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციების ლიდი
|
მომწოდებელი:
ეისითი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" ეძებს თანამშრომელს სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციების ლიდის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს საუკეთესო შედეგების მიღწევის პროცესში.
პოზიცია: სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციების ლიდი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (ჰიბრიდული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 სთ შესვენებით)
რა არის ჩემი პოზიციის/როლის მთავარი მიზანი?
სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციების ლიდის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ACT Global-ისა და მისი ქვებრენდების — ACT Research და ACT Institute — მძლავრი, თანმიმდევრული და სტრატეგიულად თანხვედრილი კომუნიკაციური პოზიციონირება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. იგი მართავს გარე და შიდა საკომუნიკაციო არხებს, აყალიბებს ბრენდ სტრატეგიას, აგენერირებს მაღალი გავლენის მქონე კონტენტს და აფართოებს კომპანიის ცნობადობას მიზნობრივ აუდიტორიებში.
რისი გაკეთება მომიწევს?
** გრძელვადიანი და მოკლევადიანი კომუნიკაციური სტრატეგიების დიზაინი კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში
** გზავნილების არქიტექტურის შექმნა — სამიზნე აუდიტორიების მიხედვით
** ბრენდის იმიჯის მართვა და განახლება
** ACT Global-ისა და ქვებრენდების ტონალობის, ვიზუალური სტილისა და იდენტობის განვითარების უზრუნველყოფა
** ბრენდ გაიდლაინების შემუშავება და მონიტორინგი
** კონტენტ სტრატეგიის დიზაინი: ბლოგები, ქეისები, სტატიები, ვიდეოები
** სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება (Meta, LinkedIn, YouTube და სხვ.)
** რეკლამების მართვა და შედეგების ანალიზი (Google Ads, Meta Ads, GA4 და სხვა)
** SEO/SEM სტრატეგიის მხარდაჭერა
** თანამშრომელთა ინფორმირებულობის, ჩართულობისა და შიდა კულტურის გაძლიერება
** HR გუნდთან თანამშრომლობა შიდა ბრენდინგსა და Employer Branding-ზე
** კომპანიის წარმომადგენლების პოზიციონირება როგორც ინდუსტრიის ლიდერები
** ბრენდის საერთაშორისო განვითარება
** საჯარო გამოსვლების, პოდკასტების, ინტერვიუებისა და კონფერენციების მხარდაჭერა
** კრიზისულ სიტუაციებზე მზაობის გეგმის შემუშავება და სტრატეგიული გზავნილების წინასწარ განსაზღვრა
** კამპანიების და არხების KPI-ების განსაზღვრა და რეგულარული შეფასება
** შედეგებზე დაფუძნებული საკომუნიკაციო მართვის მოდელის დანერგვა
რა ცოდნა მჭირდება?
** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულებით
** სტრატეგიული კომუნიკაციის და ბრენდ მენეჯმენტის პრაქტიკული გამოცდილება
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა (Google Ads, Meta Ads, Google Analytics, SEO/SEM, Canva ან სხვა ვიზუალური პლატფორმები)
** ქართულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (ინგლისური — C1 ან უფრო მაღალი დონე)
** პრეზენტაციის და ვიზუალური კომუნიკაციის უნარები
** პროექტებისა და გუნდური პროცესების მართვის გამოცდილება
რა სამუშაო გამოცდილება მჭირდება?
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული კომუნიკაციის ან მარკეტინგის მიმართულებით
** რეკომენდებულია გამოცდილება საერთაშორისო ან კონსულტაციური კომპანიის გარემოში
რა უნარები დამეხმარება ჩემი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?
** სტრატეგიული და სისტემური აზროვნება
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა
** ინოვაციურობა და ციფრული ტრენდების სწრაფი ათვისების უნარი
** თვითორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
** მოქნილი და ეფექტური თანამშრომლობა მრავალფუნქციურ გუნდებთან
** ანალიტიკური მიდგომა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება
ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.act-global.com.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 4 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com. მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|