Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643843&print=yes&view=jobs
 
აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუდიტორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე, შიდა აუდიტის სამსახურში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

პოზიციის ზოგადი აღწერა:

პოზიცია გულისხმობს კომპანიაში არსებული შიდა პროცესების, პროცედურების და ზოგადი გარემოს შესწავლას და შეფასებას მათი გაუმჯობესების მიზნით. ასევე, თავისი საქმიანობით, ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში კომპანიის/მენეჯმენტის მხარდაჭერას. აღნიშნული პოზიცია მოიაზრებს სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან ინტენსიურ და აქტიურ კომუნიკაციას, მათ მხარეს არსებულ ბიზნეს პროცესებში როგორც კონტროლის გარემოს გაუმჯობესების, ასევე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროცედურების და პოლიტიკების შესრულების შემოწმება:
** აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში არსებული სისუსტეების გამოსავლენად;
** რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა მათში არსებული რისკის არეების გამოსავლენად;
** გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
** დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;
** თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
** წინასწარ დადგენილი რისკ იდიკატორების მიხედვით პროცესების შემოწმება:
** პროცესების შეამოწმა დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;
** სხვა შიდა აუდიტთან დაკავშირებული საქმიანობა:
** სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
** კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;
** არსებული პროცესების აღწერა პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მათემატიკური, ეკონომიკური, ბიზნესის და ფინანსების ან იურიდიული მიმართულებით;
** ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამუშაო გამოცდილება აუდიტის, შიდა კონტროლის, სადაზღვევო ან საბანკო სექტორში პროცედურული ან ბიზნესს ანალიზის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office -ის პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
** ინგლისურის კარგად ცოდნა (გამართულად წერის და საუბრის უნარი).

ძირითადი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ობიექტურობა;
** კონფიდენციალური და სენსიტიური ინფორმაციის მართვა/შენახვა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აქტიური მოსმენის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** დროის ეფექტური მართვა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 26 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - აუდიტორი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია