დასახელება:
პრისელერი
|
მომწოდებელი:
გამომცემლობა პალიტრა L
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
"პალიტრა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სავაჭრო ქსელის მართვა;
** კლიენტებთან ურთიერთობა/ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტით და შეკვეთების გაწერა;
** კლიენტების ზრდაზე ზრუნვა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების ზრდის მიზნით აქტივობების განხორციელება/დაგეგმვა;
** თაროზე მერჩენდაიზინგის და წილის კონტროლი;
** მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** შრომისმოყვარე, ინიციატივის მქონე
** შედეგებზე ორიენტირებული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი). 09:30-18:00 სთ.
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 1000 ლარამდე).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|