დასახელება:
მხაზველი
|
მომწოდებელი:
არქ-კონი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
კომპანია "არქ-კონი" 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონის სერვისებში შედის: ლითონის კონსტრუქციებისა და საფასადე სისტემების პროექტირება და მონტაჟი.
"არქ-კონი" აცხადებს ვაკანსიას - მხაზველის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის 11გ.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
პასუხისმგებლობები:
** ტექნიკური ნახაზების შედგენა და პროექტების მომზადება;
** მოთხოვნის საფუძველზე, არსებულ ნახაზებში ცვლილებების შეტანა,
** სპეციფიკაციის ამოღება საინჟინრო პროექტიდან და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის ან საინჟინრო მიმართულებით
** განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც
** სასურველია, ArchiCAD და AUTOCAD პროგრამასთან მუშაობის ცოდნა
** Revit-ში და MEP სისტემების ხაზვის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** მეგობრული სამუშაო გარემო.
** კარიერული ზრდის პერსპექტივა.
როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?
თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე K.Orvelahvili@arch-con.ge
|
|
|
|