Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: რენთმანია
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"Delta Connect Georgia" 10 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს 5-ზე მეტი მიმართულების სერვისებსა თუ მაღაზიებს.

ჩვენ პორტფოლიოში შედის გამორჩეული ბრენდები, როგორიცაა: Tactical, Racia, Forkids, Rentmania, Myvelo და Detectors.ge. ყველა ეს მიმართულება გამოირჩევა ინოვაციურობით ქართულ ბაზარზე.

კომპანიის აცხადეს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებისთვის: Forkids.ge, "Rentmania.ge"

უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე შოურუმიდან
** პროდუქციის რეალიზაცია
** შეკვეთების გაფორმება

პირობები:

** კვირის განმავლობაში 3 ან 4 სამუშაო დღე;
** სამუშაო დრო 10:00-21:00, შესვენება 1 საათი
** დღიური ანაზღაურება - 85 ლარი (მოცემული ანაზღაურება მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს);
** მოქმედებს ბონუს სისტემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.deltaconnect@gmail.com, და "Subject"-ში მიუთითოთ "რენთმანია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე