Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული დეპარტამენტის, საფინანსო-მატერიალური განყოფილების- მთავარი სპეციალისტი - ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო ფინანსური ღონისძიებების განხორციელება;
** კვარტალური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების წარმოება;
** ტრანზაქციების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** სააგენტოში მისაღები/მიღებული საქონლის აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა;
** სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების და საქონლის მიწოდების შედეგად შექმნილი
დოკუმენტაციის მომზადება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.
** დადგენილი წესით, სასაქონლო ბრუნვის ამსახველი დოკუმენტების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში;
** სააგენტოში არსებული ფულადი რესურსის ნაშთების ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი;
** ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები) სააგენტოს დირექტორის მიერ
გამოცემული წესების, ინსტრუქციებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების სრულყოფილი ცოდნა და მათი მოთხოვნების განუხრელი დაცვა;
** ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** საქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი";
** ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილება "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე";
** "საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანება;
** ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილება "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ".
** ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილება "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ"

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული ან/და ფინანსების მიმართულებით.
** ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული სახაზინო პროგრამის ცოდნა;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პროგრამა RS.ge ცოდნა.
** საბუღალტრო პროგრამა ESBA -ს ცოდნა.
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დისციპლინა და საიმედოობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით ვებგვერდის www.hr.gov.ge-ს მეშვეობით.
** კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელმაც დააკმაყოფილა კონკრეტული თანამდებობისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
** კონკურსის თითოეული ეტაპის თარიღის, დროის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

ვაკანსიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/92940?active=1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე