Робота для біженців з України
დირექტორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორი
მომწოდებელი: ონიქს კორპორეიშენი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
შპს "ონიქს კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში (ფარმაცევტული წარმოება):

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დეპარტამენტების და სამსახურების საქმიანობის სრულყოფილი მონიტორინგი;
** კომპანიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელება მესამე პირებთან ურთიერთობაში;
** საქმიანობის ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
** კომპანიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი;
** საწარმოს ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა;
** წარმოების პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტური მართვა;
** თანამშრომლების მართვა;
** თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტური კოორდინირება და მხარდაჭერა;
** გუნდის ფორმირება და მოტივაცია;
** ბიზნეს ერთეულების ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია და მათი მართვა;
** ოპერაციების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია;
** საწარმოს პროცესების მართვა.
** კომპანიის ინტერესების დაცვა და მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 5 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტში, მათ შორის 2-3 წელი ხელმძღვანელის პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება;
** ფინანსური და სამართლებრივი ცოდნა - ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;
** უცხო ენების რუსული, ინგლისური ცოდნა (სავალდებულოა);
** საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა;
** საერთაშორისო გამოცდილება - უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება).

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** მართვის და ორგანიზების უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე: hr@onyxcorporation.ge. ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე