Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643787&print=yes&view=jobs
 
ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: მეგარონი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
შპს "მეგარონ" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ვიდეო მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, დიდუბე, სავაჭრო ცენტრ "მეგალაინი"-ს ტეროტორია
სამუშაო საათები სამ დღეში ერთხელ 10:00-20:00 (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 500 ლარი ხელზე ასაღები (მომატების პერსპექტივით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მუდმივი მონიტორინგი
** ჩართულ კამერებთან მუშაობა, ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი.
** დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის/პასუხისმგებელი პირის ინფორმირება
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება ვიდეო მონიტორინგის ან უსაფრთხოების სფეროში
** საბაზისო ცოდნა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებისა და აღჭურვილობის (CCTV) მუშაობის შესახებ
** კომპიუტერული უნარები საბაზისო დონეზე (Windows, ვიდეოჩანაწერების გადახედვა და შენახვა)

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** ოპერატიულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: office@megaline.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 591455450.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია