დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გოთიკა
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
მოწინავე ქართული კომპანია "გოთიკა" რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ფორმის, სისქის და ფერის, ტროტუარის, ფასადის ინტერიერის, ეზოსა და სკვერების მოსაპირკეთებელ ფილებისა და საფასადე ბლოკებს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება.
ძირითადი უნარები:
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 სთ;
შრომითი ანაზღაურება: ანაზღაურება 2000 ლარი + საბონუსე %
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: gotikainbox@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ნომერი: +995 596 89 90 90
|
|
|
|