Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643778&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი

დეველოპერული კომპანია ეძებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, რისკების იდენტიფიკაციასა და მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების წარმოება;
** დროებითი სამუშაოების საფრთხეებისა და რისკების კონტროლი;
** ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
** ობიექტზე პირების აღჭურვილობის გამოყენების წესების კონტროლი;
** მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება.
** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე სამშენებლო ობიექტსა და საწარმოში შესაბამისი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარული ორგანიზება და ჩატარება, თანამშრომლების ცოდნის შემოწმება;
** იზრუნოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
** რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლის მიზნით;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** რეპორტინგის წარმოება;
** ქვეკონტრაქტორების სამუშაო პროცესის კონტროლი/მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე (სამშენებლო სფერო);
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ან დიპლომის ფლობა;
** ადგილობრივი შრომის უსაფრთხოების რეგულაციების ცოდნა;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@x2.ge. სათაურში მიუთითეთ: "შრომის უსაფრთხოების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია