დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თელედა ორგო
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
შპს "თელედა" ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა.
ვაკანსია: ღვინის დამხმარე მასალების და მზა პროდუქციის საწყობის მენეჯერი
პირობები:
** ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებაზე
** მდებარეობა: თელავის რაიონი, სოფელი კისისხევი
** სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 18:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
სამუშაოს აღწერა:
** შესყიდვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
** შეკვეთების გადაზიდვების დაორგანიზება და კონტროლი.
** შემოსული პროდუქციის მიღება, აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება.
** მარაგების მართვა და ნაშთების კონტროლი. საწყობის გეგმური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა და კონტროლი.
** შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარმოება, დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება.
** მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება.
** საწყობის აღჭურვილობისა და ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი.
** საწყობში უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის ორგანიზება საწყობის სანიტარული მდგომარეობის მონიტორინგი და ორგანიზება
მოთხოვნები:
** შესყიდვების გამოცდილება.
** ლოჯისტიკის მიმართულებით გამოცდილება.
** ინვენტარიზაციის ჩატარების გამოცდილება.
** საწყობის დოკუმენტბრუნვის მართვის გამოცდილება.
** Microsoft office/ Excel ცოდნა
განმცხადებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პოზიციით და რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნონ CV მისამართზე: info@teleda.ge და აღნიშნონ პოზიციის დასახელება.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი 2025 წ.
|
|
|
|