Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643756&print=yes&view=jobs
 
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე პროგრამული ოპერაციების წარმოება;
** დისტრიბუტორის ავტომობილზე შეკვეთის გადაწერა/დასრულება;
** მიღებული ხარჯის დროული და ზუსტი დამუშავება, გადაწერა სასაქონლე ზედნადების სახით;
** შიდა გადაზიდვის საბუთების აღრიცხვა, მოწესრიგება/აკინძვა როგორც დღიურად, ასევე ყოველთვიურად;
** ყოველდღიური / ყოველთვიური რეესტრის წარმოება გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით;
** ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვადასხვა პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** აქტიური, ენერგიული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ოპერატორი).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია