Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643738&print=yes&view=jobs
 
სასტუმროს რეცეფციის მენეჯერი - წალკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს რეცეფციის მენეჯერი
მომწოდებელი: კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს რეცეფციის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 3000-3500 ლარი, გამოცდილების შესაბამისად
კომპანია უზრუნველყოფს: განთავსებას, კვებას

ფუნქცია-მოვალეობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს რეცეფციის შეუფერხებელ საქმიანობას;
** საჭიროებიდან გამომდინარე დახმარება გაუწიოს რეცეფციის თანამშრომლებს ოპერაციულ საქმიანობაში;
** თანამშრომლების სამსახურში აყვანის პროცესში მონაწილეობა და მათი დატრენინგება;
** განსაზღვროს ტრენინგების საჭიროებები და მონაწილეობა მიიღოს ტრენინგის გეგმის შედგენაში;
** აკონტროლოს და პასუხისმგებელი იყოს ინდივიდუალური თუ ჯგუფური რეზერვაციების მიღებასა და მათ შესაბამისად დამუშავებაზე;
** უზრუნველყოს თანამშრომლების სამუშაო განრიგის შედგენა;
** სასტუმროს დატვირთულობის კონტროლი, ინფორმაციის მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებთან;
** მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის და ბიზნეს გეგმის შედგენაში;
** უზრუნველყოს დეპარტამენტის საქმიანობა დადგენილი და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში;
** შეასრულოს სხვა მოვალეობები გენერალური მენეჯერის დავალებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მსგავსი მოვალეობების შესრულების 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალურობა,
** ორგანიზებულობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** ანალიტიკური აზროვნება,
** მომსახურების უნარები;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია