დასახელება:
ობიექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
შპს "გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე.
** სამუშაო განაკვეთი: პირველი ცვლა - 08:30-17:30 სთ, მეორე ცვლა - 14:30-23:30 სთ.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი.
** მომსახურებისა და ხარისხის კონტროლი.
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
** მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მიღებული შეფასებების განხილვა გუნდის წევრებთან.
** სანიტარულ, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი.
** პროდუქციისა და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა.
** გუნდის წევრების გრაფიკების შედგენა, (შვებულება, მივლინება, საავადმყოფო ფურცელი) პროგრამაში ასახვა.
** დაქვემდებარებულების მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
** სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
** კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bistroground84@gmail.com
"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ობიექტის მენეჯერი".
|
|
|
|