Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643709&print=yes&view=jobs
 
ჰოსტესი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსტესი
მომწოდებელი: Artizan Design Hotel
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
სასტუმრო "Artizan Design Hotel ©" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის მიღება სივრცეში და დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
** ცხელ-ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება:
** ინფორმაციის მიწოდება პროგრამასთან, მენიუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
** ჯავშნების მიღება;
** ჯავშნების კალენდრის რეგულარული წარმოება;
** თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე;
** შეინარჩუნოს სივრცე სუფთა და ორგანიზებულ მდგომარეობაში ნებისმიერ დროს;
** საჭიროებიდან გამომდინარე, სტუმრებისათვის სივრცეებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო ცოდნა / უნარ ჩვევები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598490649

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია