Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643706&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების აღმასრულებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აღმასრულებელი
მომწოდებელი: არტიზანი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
სასტუმრო "არტიზანი" აცხადებს ვაკანსიას პროაქტიული გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 საათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
** უშუალო ხელმძღვანელი: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
** ანაზღაურება: 1500 ლარიდან
** დამატებით ბონუსური ანაზღაურება;
** უპირატესობები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვებით უზრუნველყოფა, ულიმიტო კორპ. ნომერი

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასტუმროში ან ტურისტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული, აქტიური, პრეზენტაბელური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის გუნდთან ერთად შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
** გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
** გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია