დასახელება:
კლინიკური დირექტორი
|
მომწოდებელი:
მედ-დიაგნოსტიკა
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია მოვალეობები:
** სამედიცინო ცენტრის კლინიკური და ადმინისტრაციული მიმართულებების ეფექტური მართვა.
** სამედიცინო ცენტრის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება.
** სამედიცინო სერვისების ოპტიმიზირება და რაციონალური განვითარება ბაზრის ანალიზის გათვალისიწინებით.
** სამედიცინო ცენტრის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და მართვა.
** სამედიცინო ცენტრის სამედიცინო და არასამედიცინო პროცესების სახელმწიფო და შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** სათავო ოფისსა და სამედიცინო ცენტრს შორის კოორდინირებული და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა.
** სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების გეგმების შემუშავების მხარდაჭერა.
** ხარისხის მართვის შიდა სტანდარტების შექმნაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია შემდეგი მიმართულებით: მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
|
|
|
|