Робота для біженців з України
მასწავლებელი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასწავლებელი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
სსიპ "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ენობრივი დონეების მიხედვით განსხვავებულ ჯგუფებთან ქართულის, როგორც მეორე ენის, გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება;
** სწავლებისთვის საჭირო დამატებითი სასწავლო რესურსების შემუშავება და ადაპტაცია;
** ტესტებისა და საგამოცდო მასალების შედგენა და გამოცდების ჩატარება;
** შეასრულოს სილაბუსით განსაზღვრული ყველა აქტივობა და ვალდებულება და სილაბუსის შესაბამისად სტუდენტების პროგრესის მონიტორინგი და შეფასება
** მონაწილეობა მიიღოს სასწავლო კურსის დაგეგმვასა და სილაბუსის განვითარებაში;
** სასწავლო პროცესში გამოიყენოს უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმები: არგუსი და eLearning;
** პროგრამის განვითარებისა და შემუშავების პროცესში, ასევე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საკვალიფიკაციო აქტივობებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფილოლოგიაში;
** თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების უნარი;
** არანაკლებ ერთი წლის პედაგოგიური გამოცდილება სასურველია/უპირატესობა მიენიჭება ქართულის სწავლების მიმართულებას;
** მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ქართულის, როგორც მეორე ენის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** შეფასებისა და უკუკავშირის პრინციპების ცოდნა;
** აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების ცოდნა;
** სალექციო პროცესის დაგეგმვის ცოდნა;

ქცევითი კომპეტენციები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარები;
** კონსტრუქციული უკუკავშირის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სიახლეზე და განვითარებაზე ორიენტაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო გარემოს ხელშეწყობის უნარები;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32.
** სამუშაო დატვირთვა: სასწავლო გეგმის შესაბამისად. საკონტაქტო საათების მიღმა, მასწავლებელი მუშაობს სტუდენტების ნაწერებზე, აფასებს და უკუკავშირს აძლევს მათ.

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:

რეზიუმე (CV), და სამოტივაციო წერილი; დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 წლის 4 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge (გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი").

კანდიდატთა შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:

** ეტაპი 1 - კანდიდატი შეირჩევა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
** ეტაპი 2 - საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის/ლექციის ჩატარება ან გაკვეთილის გეგმის წარდგენა

ყურადღება: განხილული აპლიკაციების საფუძველზე უნივერსიტეტი დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე