Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643631&print=yes&view=jobs
 
მიმღებ-სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღებ-სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მიმღებ-სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში.

(თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა")

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ.
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა რეგისტრაციის პროცესის სრულყოფილი და სწორად წარმოების მონიტორინგი;
** რეგისტრაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოჩენა და დაშვებული შეცდომების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** აქტიური მონაწილეობა დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მუშაობის ხარისხის ამაღლებისთვის მიმართული ახალი საშუალებებისა და მეთოდების დროულად დანერგვაში;
** მიმღებ-სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციების ზედამხედველობა და პრობლემური საკითხების უზრუნველყოფა;
** კლინიკაში რიგის მართვის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
** სხვადასხვა ორგანიზაციებიდან საგარანტიო წერილებით მოსული პაციენტების მომსახურების დაგეგმვა და რეპორტირება;
** რეგისტრატურაში თანხების ნაშთების კონტროლი, ფულადი სახსრების ბანკში შეტანის ორგანიზება;
** საბანკო ტერმინალით განხორციელებული გადახდების კონტროლი და ბალანსის რეესტრთან შედარება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პროგრამული რეესტრების შედარება საკასო აპარატის მონაცემებთან და ნაღდი ანგარიშსწორების შემოსავლებთან.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო ან ჯანდაცვის ფაკულტეტი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიმღებ-სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი (მარნეული) იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3/07/2025.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" PDPO@aversi.ge; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია