დასახელება:
საცურაო აუზის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო პარაგრაფ თბილისი
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
სასტუმრო "Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi" გიწვევთ სასტუმროს სპაში სამუშაოდ.
პოზიცია: საცურაო აუზის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი მოთხოვნები:
** საცურაო აუზის და მიმდებარე ტერიტორიის მეთვალყურეობა და წესრიგის უზრუნველყოფა
უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების დაცვით სტუმრების თხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
** სტუმრებისთვის არსებული მომსახურებებისა და აქტივობების გაცნობა და შეთავაზება
** აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი გადამზადების და ზედამხედველის ინსტრუქციების მიხედვით, პირველადი დახმარების გაწევა.
ცოდნა და კომპეტენციები:
** აქტიური, კომუნიკაბელური და გუნდის შედეგზე ორიენტირებული
** ცურვის საბაზისო უნარები აუცილებელია
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე hrtbilisi@paragraphhotels.com. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია "Subject" ველში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ აპლიკანტებთან.
შენიშვნა: "მარიოტ ინთერნეშენალი", როგორც თანაბარი უფლებების დამცველი დამსაქმებელი, მუდამ უზრუნველყოფს თანაბარ გარემოს განსხვავებული და მრავალფეროვანი წარმომავლობისა თუ ეთნიკურ-კულტურული ღირებულებების მქონე თანამშრომელთათვის.
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაფგრაფ თბილისი სითი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაფგრაფ თბილისი სითი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაფგრაფ თბილისი სითი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ლ.გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე HRtbilisi@paragraphhotels.com.
|
|
|
|