Робота для біженців з України
ვიდეო კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: მინდორი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
"Mindor" არის საქართველოში პირველი სისტემური გაჯანსაღების სტარტაპი.

1.5 წელიწადში გვყავს 9000+ კმაყოფილი მომხმარებელი. ვეხმარებით ადამიანებს გონება-სხეულის ბუნებრივ და ინტეგრირებულ აღდგენაში — ხარისხიანი დანამატებით, ცოდნით, ჭკვიანი მოწყობილობებით და ფილოსოფიით, რომელიც ჯანმრთელობის ახლებურ ხედვას გულისხმობს. ახლა ვემზადებით საერთაშორისო გაფართოებისთვის — და ვეძებთ ადამიანს, ვინც ჩვენს უნიკალურ ფილოსოფიას მძლავრ, ემოციურ კონტენტად აქცევს.

პოზიციის მიზანია:

გახდე Mindor-ის ხმა და სახე — ადამიანი, ვინც სამეცნიერო ცოდნას და ემოციურ ენას აერთიანებს, რათა ჩვენი პროდუქტის სიღრმე და ფილოსოფია უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს.

შენი ამოცანები:

** ვიდეო კონტენტის შექმნა პროდუქტებზე და სერვისზე
** ინგრედიენტების და ფიზიოლოგიური მექანიზმების მარტივად ახსნა
** მომხმარებლის ენის, პრობლემების და ტკივილის გაგება
** მინდორის ბრენდის ხმის, სტილის და ფილოსოფიის დაცვა ყოველ ვიდეოში

იდეალური კანდიდატი ხარ თუ:

** გაქვს სამედიცინო, ფიზიოლოგიური, ფარმაკოლოგიური ან კვებით-ფიტნეს განათლება (ან სტუდენტი ხარ)
** გიყვარს ჯანსაღი ცხოვრება, ბუნებრივი გზით სტრესის მართვა და ადამიანების გაჯანსაღება
** შეგიძლია საკუთარი სიტყვებით, მარტივად და შინაარსიანად ახსნა რთული იდეები
** ხარ კრეატიული, ენერგიული და პასუხისმგებლობიანი
** სურვილი გაქვს შენმა შექმნილმა ვიდეო კონტენტმა ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა გააუმჯობესოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

დიდი პლუსია, თუ:

** ხარ კამერასთან თავისუფალი და გიყვარს ვიდეო ლექციების/კონტენტის შექმნა, სადაც თავად ჩანხარ და რაიმეს ასწავლი აუდიტორიას
** გინახავს Mindor-ის კონტენტი და ჩვენი მიდგომა რეზონირებს შენთან
** გაინტერესებს გამაჯანსაღებელი დანამატები, მათი ფიზიოლოგია და ფარმაკოლოგია. ისეთ საკითხები როგორიცაა: სტრესი, ძილი, ენერგია და ფსიქო-ფიზიოლოგიური ბალანსი

სავალდებულოა:

** გამოგვიგზავნო 3-წუთიანი ვიდეო მინდორის ნებისმიერი პროდუქტის ან შენი საყვარელი პროდუქტის შესახებ — ისე, როგორც აუხსნიდი მას შენს მეგობარს, ნაცნობს ან ოჯახის წევრს
** ქართულ ენაზე ბუნებრივად და გასაგებად საუბარი
** ინგლისური მინ. B2 დონე
** სწავლის სურვილი — დანამატები, მინდორის ფილოსოფია და სერვისი
** აუცილებელია რომ მსგავს პოზიციაზე სხვაგან ამჟამად არ იყო დასაქმებული

რას მიიღებ:

** პირდაპირ გავლენას ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
** მჭიდრო თანამშრომლობას დამფუძნებელთან
** უკუკავშირს და ზრდის რეალურ შესაძლებლობას
** ფიქსირებული ანაზღაურება KPI-ზე დამოკიდებული ბონუსებით (გამოცდილების მიხედვით)
** 100% დისტანციური მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** მეგობრული გუნდი, რომელიც აფასებს შენს ხედვას და გაძლევს შემოქმედებით სივრცეს და რესურს სწრაფი განვითარებისთვის
** მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მინდორის მისიაში, რაც მეცნიერულად შესწავლილ სისტემური გაჯანსაღების შესახებ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს

განაცხადი გამოაგზავნე: mindori@drlashajakeli.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე