Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ლოკაცია: თბილისი

მოვალეობები:

** სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდების, დებულებების, აქტების, წესების, ხელშეკრულებების შექმნა/რედაქტირება და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
**შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების მომზადება/ შედგენა;
** კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემის შესწავლა, მათი დროული და კვალიფიციური გადაწყვეტა;
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში.
**საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

**სამართალმცოდნეობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი;
** იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: law.company.cc@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - იურისტი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე