Робота для біженців з України
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" (https://cue.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.

"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 18 ივლისი
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით და პროგრამის აქტუალობის მიზნით, უხელმძღვანელოს პროგრამის შემუშავების, განვითარებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცესს;
** უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის ხელმძღვანელობა;
** კოორდინაცია გაუწიოს საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის წევრების მუშაობას
** საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან კოორდინაციის ფარგლებში უზრუნველყოს პროგრამის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მოზიდვა;
** გაუწიოს კოორდინაცია არსებული სილაბუსების გადახედვას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პირებთან კოორდინაციით, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური დეტალების დახვეწას ან შეცვლას;
** გაუწიოს კოორდინაცია სასწავლო მასალების და რიდერების გადახედვა და შესაბამის პირებთან კოორდინაციით, მათი სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას;
** უზრუნველყოს, საჭიროებისას, შეფასების არსებული სისტემის გადახედვა;
** შესაბამის პროგრამაზე პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, მოიძიოს პრაქტიკის ობიექტები და ხელი შეუწყოს მათთან მემორანდუმების/ხელშეკრულებების გაფორმებას;
** შესაბამის თანამდებობის პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს სწავლების მეთოდოლოგიური საფუძვლის შექმნა, როგორც დოკუმენტურ, ასევე პროგრამულ დონეზე და არსებული მეთოდოლოგიის სასწავლო კურსებში ინტეგრირება;
** შესაბამის თანამდებობის პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შესაბამისი სახელმძღვანელოების შესყიდვის შესახებ, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, იზრუნოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის პოპულარიზაციაზე.
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელოს სხვა უფლებამოსილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამისი მიმართულებით ან მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და პროგრამის შემუშავების გამოცდილება.
** თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე (მეტყველება, წერა).

ვაკანსიის დეტალები:

** კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 18 ივნისს და დასრულდება 18 ივლისს.
** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cue.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვაკანსია სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე