დასახელება:
იურიდიული სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" (cue.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავლაპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 18 ივლისი
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი, მათი დროული გაცნობა და შესაბამისად დანერგვა ორგანიზაციაში;
** პარტნიორ კომპანიებთან ხელშეკრულებების იურიდიულად გამართულობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით იურიდიული რისკების დროული გამოვლენა/მინიმიზაცია;
** უნივერსიტეტისათვის ხშირად გამოყენებადი და აუცილებელი დოკუმენტაციების შაბლონების მომზადება და მათი მუდმივი განვითარება/დახვეწა;
** უნივერსიტეტის სტუდენტების ხელშეკრულებებში იურიდიული ხარვეზების გამოვლენა და რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სტუდენტთა უფლებების დაცვის მექანიზმების გამართვა; საჭიროებისას, მათთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით;
** მენეჯმენტისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა და მათი გადაწყვეტილებების იურიდიულად გამართულობის უზრუნველყოფა;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან შეხვედრებზე დასწრება, ხელშეკრულებების გადახედვა, დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებების შეტანა;
** უნივერსიტეტის წინააღმდეგ შემოსული საჩივრების საფუძვლიანი შესწავლა, ანალიზი და რეაგირების წინადადებების დაყენება მმართველ გუნდთან; შეთანხმებული მოქმედებების დროულად განხორციელების კოორდინაცია;
** საჭიროებისამებრ, სასამართლოსთან და სხვა ინსტანციებთან ურთიერთობა და მათთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება; სამართლებრივი დავების შემთხვევაში უნივერსიტეტის ინტერესების კვალიფიციური დაცვის უზრუნველყოფა;
** უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან უნივერსიტეტში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
** კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;
** უნივერსიტეტში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა;
** სხვა ფუნქციების შესრულება, რაც გამომდინარეობს მისი სამუშაო სპეციფიკიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროფესიული მიმართულებით.
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა).
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ვაკანსიის დეტალები:
** კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 18 ივნისს და დასრულდება 18 ივლისს.
** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cue.edu.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვაკანსია იურიდიული სამსახურის უფროსი.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
|
|
|
|