კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Tiktok, Linkedin, Instagram);
** სოციალური ქსელებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა;
** სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული სტრატეგიის მიხედვით, ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნაში აქტიური ჩართულობა;
** სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
** კრეატიული ბრიფების მომზადება;
** სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი ტონის, სტილისა და ვიზუალური ენის შერჩევა;
** სოციალური მედიის შედეგების მონიტორინგი, მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია, Facebook, LinkedIn, Instagram, Tiktok გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება;
** აუცილებელია, ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
** სასურველია, გამოცდილება მოკლე ვიდეო კონტენტის (TikTok, Reels, Shorts) სცენარების შექმნასა და მომზადებაში.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 6 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|