დასახელება:
ვებგვერდის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ ვებგვერდის ადმინისტრატორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** კომპანიის ვებგვერდის და CMS პლატფორმების ადმინისტრირება და განახლება;
** ვებპროექტების დაგეგმვა და მართვა;
** მარკეტინგის, დიზაინისა და ციფრული ტრანსფორმაციის გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა;
** ვებგვერდის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის მონიტორინგი;
** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ვებგვერდის ადმინისტრატორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ვებპროექტების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ჰოსტინგისა და დომენის მართვის საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია UX/UI პრინციპების ცოდნა;
** სასურველია SEO და ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა (Google Analytics ან სხვა).
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 6 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|