Робота для біженців з України
ვადაგადაცილებული სესხების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
კომპანია "მოგო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, თბილისში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებგვერდი https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** პრობლემური აქტივების ამოღების ოპერაციების ხელმძღვანელობა და მართვა, კომპანიის წესებსა და პოლიტიკასთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფით;
** ამოღების სტრატეგიების გადახედვა და ცვლილებების ინიცირება, რათა მიღწეული იქნას მაქსიმალური ამოღება მინიმალური ზარალით;
** ყოველდღიური შედეგების ანალიზი და მონიტორინგი, ტენდენციების იდენტიფიცირება და შედეგების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება;
** რეგულარული შეხვედრების გამართვა პროგრესის შესაფასებლად, გამოწვევების განხილვა და საჭირო ცვლილებების გატარება;
** მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან, მათ შორის რისკების, გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების გუნდებთან;
** პრობლემური აქტივების ამოღების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება და წარდგენა HUB მენეჯმენტის წინაშე;
** პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის ინიცირება და დანერგვა ეფექტურობის გასაზრდელად;
** პრობლემური აქტივების ამოღების პროცესის სრული კონტროლი და თითოეული ეტაპზე გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება პრობლემური აქტივების ამოღებაში ან საკრედიტო მართვაში, სასურველია უზრუნველყოფილი და არა-უზრუნველყოფილი სესხების მიმართულებით;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი — მონაცემების ინტერპრეტაცია და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავება;
** ძლიერი კომუნიკაციური უნარი და გუნდის ეფექტურად მართვის გამოცდილება;
** პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარებისა და მართვის უნარი;
** სტრატეგიასა და შესრულებას შორის სწრაფად გადართვის უნარი ცვალებად სამუშაო გარემოში;
** Excel-ის და საბაზისო რეპორტინგის კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
** პრაქტიკული მიდგომა და შედეგზე ორიენტირებული "მოვაგვარებ" დამოკიდებულება;
** შედეგებზე კონცენტრირება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე, ინგლისურ ენაზე, გამოაგზავნოთ ა.წ. 5 ივლისამდე შემდეგი ლინკის საშუალებით https://talent.sage.hr/jobs/74160879-6e2f-43a3-8925-f7e448a24463

გისურვებთ წარმატებას!

"მოგოსათვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "მოგოს" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "მოგოს" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად. ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "მოგოში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "მოგოს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "მოგოს" ნომერზე: 0322244600.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე